ჯოკოვიჩმა გაამხილა, რა ისწავლა კარიერაში ფედერერისგან და ნადალისგან
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უპასუხა შეკითხვას – რა ისწავლა თავისი მთავარი კონკურენტებისგან – შვეიცარიელი როჯერ ფედერერისგან და ესპანელი რაფაელ ნადალისგან.
„როჯერი ბევრ რამეში მაძლევდა აღმაფრენას, ისევე, როგორც რაფაელი. ფედერერმა არა მხოლოდ მე, არამედ მთელს მომდევნო თაობებს უჩვენა, როგორ შეიძლება ეფექტურად და გონივრულად მოაწყო ვარჯიშები, ორგანიზება გაუწიო პირად და პროფესიულ ცხოვრებას, რათა უჩვენო მაქსიმუმი, გახდე ჩემპიონი და კორტზე ღირსეულად გამოიყურებოდე. რაფაელმა კი მასწავლა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, აგრეთვე, პატივისცემა გამოხატო სპორტისა და მეტოქეების მიმართ,“ – თქვა ჯოკოვიჩმა ცნობილ ჟურნალისტთან გრემ ბენსინგერთან ინტერვიუში.
ჯოკოვიჩი ჩამორჩება ფედერერსა და ნადალს „დიდი სლემის“ ტიტულების რაოდენობით: სერბს 17 ტურნირი აქვს მოგებული, ესპანელს – 19, შვეიცარიელს – 20.