ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალის დროს უხამსი ჟესტისთვის დაისჯება
ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალის დროს უხამსი ჟესტისთვის დაისჯება

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც უიმბლდონის ფინალში სამ სეტში მოუგო კევინ ანდერსონს, ფულადი ჯარიმით დაისჯება მატჩის მსვლელობისას მაყურებლების მისამართით უცენზურო ჟესტის გამო, – წერს ბრიტანული გაზეთი „სანი“ (The Sun).

კერძოდ, მესამე სეტის მეათე გეიმში ჯოკოვიჩმა ტუჩებზე თითი მიიდო და უწმაწური ფორმით მოითხოვა მაყურებლებისგან გაჩუმება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალი ასეთი ანგარიშით მოიგო – 6:2, 6:2, 7:6(3). მან უიმბლდონზე მეოთხედ გაიმარჯვა, “დიდი სლემის” ტურნირებზე – მეცამატედ. ამის წყალობით, სერბმა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში დაბრუნება მოახერხა.