პარიზის „მასტერსზე“ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი მატჩი ჩაატარა. მან მეთექვსმეტედ ფინალში 7:5, 6:1 პორტუგალიელი ჟოაო სოუზა დაამარცხა.
მატჩის მსვლელობისას, საინტერესო სიტუაცია შეიქმნა.
საჭირო გახდა თამაშის შეწყვეტა, რადგან ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ შეიქმნა. ნოვაკი მიუახლოვდა ამ ადამიანს, შეიტყო მისი მდგომარეობის შესახებ, შემდეგ კი საკუთარი პირსახოცი მიაწოდა.
ჯოკოვიჩი მერვედფინალში ბოსნიელ დამირ ძუმჰურს შეხვდება.