ჯოკოვიჩი - ნადალის მიმართ პატივისცემის ნიშნად, არ ვიტყვი, რომ აუცილებლად მოვიგებდი ავსტრალიის ღიას #1TVSPORT
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შანსებზე, ქვეყნიდან მისი დეპორტაცია რომ არ მომხდარიყო.
„ცხოვრებაში არაფრის გარანტირება არ შეიძლება, მაგრამ ყველა გარემოების გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ავსტრალიაში კარგი შანსები მქონდა. როდ ლეივერის არენაზე ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ტურნირის გამარჯვებულის რაფაელ ნადალის მიმართ პატივისცემის გამო, არ გავბედავ იმის თქმას, რომ აუცილებლად მოვიგებდი. მაგრამ კარგი შანსი მქონდა.
არ ვიცი რას მიმზადებს მომავალი, მაგრამ ყოველთვის უკეთესის იმედი მაქვს და ვგრძნობ, რომ დრო კიდევ დამრჩა. გარდა ამისა, დამატებით მოტივაცია გამიჩნდა. ოლიმპიური მედალი, განსაკუთრებით ოქროსი – ჩემი ერთ-ერთი მიზანია. სამწუხაროდ, არ გამომივიდა მისთვის ბრძოლა, მაგრამ ვგეგმავ 2024 წელს პარიზში თამაშს“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.