ჯოკოვიჩი მსოფლიო კლასიფიკაციის სათავეში ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდსმენი ხდება
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეინარჩუნებს მამაკაცთა კლასიფიკაციაში ლიდერობას. ეს ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როცა ესპანელი რაფაელ ნადალი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერბი ჩოგბურთელი გააუმჯობესებს შვეიცარიელი როჯერ ფედერერის რეკორდს რეიტინგის სათავეში ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით. ამის შესახებ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) წერს.
33 წლის ჯოკოვიჩისთვის მომდევნო კვირა 311-ე იქნება მსოფლიოს პირველი ნომრის რანგში. 39 წლის ფედერერის რეკორდი 310 კვირას შეადგენდა.
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას ფინალშია გასული და იქ რუს დანიილ მედვედევს შეხვდება.