ჯოკოვიჩი მოგებით დაბრუნდა
ჯოკოვიჩი მოგებით დაბრუნდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა. ნოვაკმა კუიონგში საჩვენებელ ტურნირზე ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა – 6:1, 6:4. შეხვედრა საათი და 4 წუთი გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა თითქმის ნახევარი წელი გამოტოვა იდაყვის ტრავმის გამო და 2018 წლის პირველ დღეებში გეგმავდა დაბრუნებას, მაგრამ ისევ იგრძნო იდაყვის არეში ტკივილი, რის გამოც, არ ითამაშა აბუ დაბისა და დოჰას ტურნირებში.

ავსტრალიის ღის პირველობამდე, რომელიც ორშაბათს დაიწყება, ჯოკოვიჩი კიდევ ერთ საჩვენებელ მატჩს ჩაატარებს და ამის შემდეგ გამოაცხადებს – ითამაშებს თუ არა “დიდი სლემის” რიგით პირველ ტურნირზე.