ჯოკოვიჩი მადრიდის „მასტერსზე“ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი მადრიდის „მასტერსზე“ ვერ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადი გამოიტანა მადრიდის „მასტერსიდან“, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური.

სერბი ჩოგბურთელის გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა. ჯოკოვიჩი ჯერჯერობით წარუმატებლად თამაშობს გრუნტის სეზონში: მონტე კარლოს „მასტერსს“ მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, ამ კვირას კი ბანია ლუკას ტურნირზე მეოთხედფინალი წააგო თანამემამულე დუშან ლაიოვიჩთან.

2020 წელს ჯოკოვიჩმა მადრიდის „მასტერსზე“ ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ესპანელ კარლოს ალკარასთან წააგო.

წელს ესპანეთის დედაქალაქში „მასტერსი“ 24 აპრილიდან 7 მაისამდე გაიმართება.