ჯოკოვიჩი ხაზის მსაჯების გაუქმების წინადადებით გამოვიდა
ჯოკოვიჩი ხაზის მსაჯების გაუქმების წინადადებით გამოვიდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს მიაჩნია, რომ მსაჯობის ელექტრონულმა სისტემამ უახლოეს პერიოდში ხაზის მსაჯები უნდა ჩაანაცვლოს.

„საჩოგბურთო ტრადიციების სრული პატივისცემის მიუხედავად, არ მესმის ტექნიკური პროგრესის პირობებში, რატომ არ შეიძლება ყველა ტურნირზე დაინერგოს მსაჯობის ელექტრონული სისტემა, როგორც ეს ნიუ იორკში „მასტერსის“ ტურნირის დროს იყო.

ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ხაზის მსაჯები საერთოდ არ არის საჭირო. მე ასე მიმაჩნია. მესმის, რომ ამგვარი სისტემა ძვირია, მაგრამ ჩვენ ყველანი სწორედ აქეთკენ მივდივართ“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა სააგენტო „როიტერთან“ კომენტარში.

ჯოკოვიჩი როლან გაროსის მერვედფინალშია გასული, სადაც რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება.