ჯოკოვიჩი ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსებიდან“ მოიხსნა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მოიხსნა ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსებიდან“ ვიზებთან დაკავშირებული სკანდალების გამო, – ამის შესახებ დაწერა სააგენტო „როიტერმა“.
სერბ ჩოგბურთელს უარი უთხრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე იმის გამო, რომ ის კვლავინდებურად არ არის კორონავირუსისგან ვაქცინირებული. ჯოკოვიჩი ითხოვდა მისთვის გამონაკლისის დაშვებას, მაგრამ უარი მიიღო.
ადრე გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის მთავრობამ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა.
2022 წელს ჯოკოვიჩმა გამოტოვა აშშ-ის ღია პირველობა და სხვა ტურნირები ამერიკის ტერიტორიაზე.