ჯოკოვიჩი დუბაის, ნადალი კი აკაპულკოს ფინალში იასპარეზებს
ჯოკოვიჩი დუბაის, ნადალი კი აკაპულკოს ფინალში იასპარეზებს

სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალში მან ფრანგ გაელ მონფისთან პატარა სასწაული მოახდინა, როდესაც მეორე სეტში, ტაიბრეიკზე სამი მატჩბოლის მოგერიება შეძლო. აღსანიშნავია, რომ 6:3-ზე ორჯერ მოწინააღმდეგე აწვდიდა, საბოლოოდ კი ჯოკოვიჩმა მეორე სეტის და მატჩის მოგებაც შეძლო (2:6 7:6 6:1) და ფინალში დღეს ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი მექსიკის აკაპულკოს ტურნირზე (რომელიც ჰარდზე ტარდება) ფინალში გავიდა. ესპანელი ტიტულისთვის ამერიკელ ტაილერ ფრიტცს შეხვდება. ნახევარფინალში ნადალმა დიმიტროვი, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა.