მსოფლიოს რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი 24 ოქტომბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში საქველმოქმედო მატჩს გამართავენ. შეხვედრა მრავალფუნქციურ ყინულის დარბაზში „ბარის-არენაზე“ გაიმართება.
„მსოფლიოს მთავარი საჩოგბურთო ვარსკვლავების დაპირისპირება საჩვენებელ-საქველმოქმედო მატჩის რანგში გაიმართება. შეხვედრას „ბარის-არენა“ უმასპინძლებს. კორტზე ნადალი და ჯოკოვიჩი 24 ოქტომბერს გავლეს. გამომუშავებული თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას“, – იტყობინება ყაზახეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური.
საჩოგბურთო მატჩი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღეს (25 ოქტომბერი) უკავშირდება.
წლევანდელ სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია და უიმბლდონი მოიგო, რაფაელ ნადალმა, ტრადიციულად, როლან გაროსზე გაიმარჯვა.