ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან | ავსტრალიის ღია 2020
ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან | ავსტრალიის ღია 2020

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დიდი სლემის 16-გზის გამარჯვებულს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

ურთიერთშეხვედრებში ანგარიშით 26:23 ჯოკოვიჩი ლიდერობს. მათი ბოლო მატჩი ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, სადაც როჯერმა სერბი ყველასთვის მოულოდნელად, ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა.

შვეიცარიელს დიდი სლემის ტურნირებზე 2012 წლის შემდეგ ნოვაკი არ დაუმარცხებია. ჩოგბურთელებმა ნახევარფინალამდე სხვადასხვანაირი გზა განვლეს. ჯოკოვიჩი ტურნირის პირველ წრეში გერმანელ შტრუმფთან წაგებული ერთი სეტის შემდეგ, სეტის წაუგებლად ასპარეზობს. ფედერერს კი ბოლო სამ შეხვედრაში ხუთი სეტის დათმობა მოუწია. ბუკმეიკერების აზრით, ნახევარფინალის აშკარა ფავორიტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია. შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.