საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ATP-ის 1000-იანი სერიის მასტერსის ტურნირზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. დღევანდელი ოთხი დაპირისპირებიდან ორი განსაკუთრებით საინტერესოა. ნახევარფინალში გასასვლელად მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. მათ 17-ჯერ უთამაშიათ ერთმანეთში და ანგარიშია (15-2) სერბის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო სამი დაპირისპირებიდან ორში ჩილიჩმა გაიმარჯვა.
წესით ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს შვეიცარიელი ჩოგბურთის ლეგენდის, როჯერ ფედერერის დაპირისპირება იაპონელ კეი ნიშიკორისთან, რომელმაც გუშინ, წინა კვირაში ვენის ტურნირზე განცდილი მარცხისთვის, რევანში აიღო სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან. იაპონელმა ორ სეტში მარტივად დაამარცხა მეტოქე. როჯერს და კეის ერთმანეთში რვა მატჩი გაუმართავთ და ანგარიშია (6:2) შვეიცარიელის სასარგებლოდ.
დღეს, ფედერერის და ჯოკოვიჩის წარმატების შემთხვევაში, ხვალ ნახევარფინალში მათ დაპირისპირებას ვიხილავთ, რაც ჩოგბურთის მოყვარულთათვის ყოველთვის ზეიმია.
დანარჩენი ნახევარფინალური წყილები ასეთია:
ზვერევი-ხაჩანოვი
სოკი-ტიემი