ჯოკოვიჩებმა მონტე კარლოში წყვილების მატჩი წააგეს
ჯოკოვიჩებმა მონტე კარლოში წყვილების მატჩი წააგეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს “მასტერსის” წყვილთა ტურნირს გამოეთიშა. სერბმა თავის ძმასთან, მარკო ჯოკოვიჩთან ერთად ხუან-სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარეს წყვილთან – 1:6, 3:6 წააგო. მატჩი მხოლოდ 55 წუთი გრძელდებოდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთეულთა ტურნირზე პირველი წრისგან თავისუფალია. მისი მეტოქე მეორე წრეში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მაიამის “მასტერსზე” მოუგო სერბს.