ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-2021 წლების სეზონი სტარტს 22 დეკემბერს აიღებს. რეგულარულის დაწყებამდე მოთამაშეებმა „ზუმის“ საშუალებით მედიასთან ვირტუალური პრესკონფერენცია გამართეს.
ამ კალათბურთელებს შორის ერთ-ერთი „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიიდი იყო. 26 წლის კამერუნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ახალ სეზონზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ემბიდმა მედიის წარმომადგენლებთან არაერთ საკითხზე ისაუბრა. ჯოელის თქმით, მას კარიერის დარჩენილი ნაწილის გატარება „ფილადელფიაში“ სურს.