ჯოელ ემბიიდმა „ბოსტონს“ 42 ქულა ჩაუგდო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:19, 21.01.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. „ფილადელფიამ“ საკუთარ არენაზე „ბოსტონი“ მიიღო და 8 ქულის სხვაობით 117:109 მოიგო.
„სიქსერსის” რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯოელ ემბიიდმა. მის ანგარიშზე 42 ქულა და 10 მოხსნაა. 22 ქულით დაასრულა მატჩი ტობაიას ჰარისმა.
ბოსტონელთა შორის კი 26 ქულით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა. 25 ქულა დააგროვა მარკუს სმარტმა. 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დანიელ ტაისმა.