ფილადელფიასთვის მიმდინარე სეზონს წარმატებულს, გუნდის წევრების უკმაყოფილებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სევენთი სიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლას გეგმავდა, ამაზე მიუთითებს ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს გუნდში მომხდარი ცვლილებები. ფილიში ჯიმი ბატლერი და ტობაიას ჰარისი გადავიდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე 7-მატჩიან სერიაში ტორონტოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ყველაზე ემოციურად რეპტორსთან მარცხი ჯოელ ემბიდმა მიიღო. კამერუნელმა ცენტრმა თამაშის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და იტირა. ტორონტოსთან გამართული უკანასკნელი მატჩის შემდეგ, ემბიდმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე საკუთარ გულშემატკივრებს მიმართა. ჯოელი აღნიშნავს და პირობას იძლევა, რომ მომავალი სეზონიდან ბევრად ძლიერი და მოტივირებული დაბრუნდება.