„ფილადელფიას“ გულშემატკივრებს საკმაოდ სანერვიულო დღეები ჰქონდათ. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოელ ემბიდმა „კლივლენდთან“ მატჩში მხარი დაიზიანა და ექიმის დასკვნის გამოქვეყნებამდე იყო ეჭვი, რომ ტრავმა სერიოზულია. თუმცა როგორც გამოკვლევებით დადგინდა, კამერუნელი პარკეტს დაახლოებით 1 კვირაში დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფილი ვოისის“ ჟურნალისტი, კაელ ნეუბეკი ავრცელებს.
„სიქსერსს“ სულ მალე ორი მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი ლოს ანჯელესში, „კლიპთან“ და „ლეიკერსთან“ ელის. ემბიდთან ერთდ ამ მნიშვნელოვან მატჩებს ბენ სიმონსიც გამოტოვებს, რომელსაც ზურგის ტრავმა აწუხებს.