ჯო როგანის თქმით, დომინიკ რეიესი ჯონ ჯონსისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე იქნება (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის კომენტატორმა და ცნობილი პოდკასტის წამყვანმა ჯო როგანმა UFC 247-ზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ჰიუსტონში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ღონისძიება გაიმართება (UFC 247).

საკუთარი ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება ნახევრად მძიმე (lightheavyweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი. „ბოუნსი“ დაუმარცხებელ დომინიკ რეიესს შეხვდება (12-0).

ჯო როგანის აზრით, დომინიკ რეიესი დენიელ კორმიეს შემდეგ ჯონსისთვის ერთერთი ყველაზე რთულად დასამარცხებელი მეტოქე იქნება.

„მე მჯერა, რომ დომინიკ რეიესი არის ყველაზე სახიფათო მეტოქე ვისთანაც ჯონ ჯონსს მოუწევს შებრძოლება დენიელ კორმიეს შემდეგ. ის დაუმარცხებელი და ძალიან ათლეტურია. როდესაც ამ სპორტში მებრძოლს მარცხი განცდილი არ აქვს, ეს მას დამატებით ძალას და მოტივაციას აძლევს. დომინიკი საკმაოდ დამაჯერებელი და მშვიდია. მას სჯერა საკუთარი თავის. ამ თვისებებმა რეიესს მისცა საშუალება, რომ ისეთი მეტოქეები დაემარცხებინა, როგორიც მაგალითად კრის ვაიდმანია. ის ძალიან სერიოზული ნოკაუტის ძალის მატარებელია. დომინიკს შეუძლია ერთი დარტყმით დაასრულოს ბრძოლა და ჯონი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს. ყველაფერთან ერთად დომინიკმა იხილა ჯონსის ბრძოლა ტიაგო სანტოსთან და მიხვდა, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ეს ბრძოლა ჯონსისთვის ძალიან სახიფათოა, თუმცა რა თქმა ამას თავად ჯონსიც ხვდება. ის ჩემპიონია, ნამდვილი ჩემპიონი. ის ამ დივიზიონის ისტორიაში უდავოდ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ჯონსი ყოველი ბრძოლის შემდეგ უფრო და უფრო ძლიერი ხდება და მე მიმაჩნია, რომ შაბათს სრულყოფილ ჯონსს ვიხილავთ. მის საუკეთესო ვარიანტს. ის ოქტაგონზე ნამდვილ ცეცხლს დაანთებს“ – განაცხადა ჯო როგანმა