ჯო გომესს ექვსი თვე გაუცდება | „ლივერპული“ ერთი ძირითადი მცველის გარეშე დარჩა
„ლივერპულის“ მცველმა ჯო გომესმა ფეხი მოიტეხა და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. ტრავმა ინგლისის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა „ბარნლისთან“ გასვლითი მატჩის დროს (3-1 „ლივერპულის“ სასარგებლოდ), სტუმართა კაპიტან ბენ მისთან შეჯახების შედეგად მიიღო და 23-ე წუთზე მოედანი დატოვა.
მატჩის შემდეგ, მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბარნლის“ ფეხბურთელების მხრიდან ზედმეტი უხეშობის გამო პრეტენზიები გამოთქვა, მასპინძელთა დამრიგებელმა შონ დაიკმა კი ბენ მის ვარდნას „ფანტასტიკური“ უწოდა.
„ლივერპულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შემოწმების მიხედვით, გომესს ექვსი თვე გაუცდება, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ან ცუდად ჩაივლის რეაბილიტაციის პროცესი.
მიმდინარე სეზონის 15 მატჩიდან ჯო გომესმა 13-ში ითამაშა.
ინგლისის ნაკრებში მას დებიუტი გასულ წელს ჰქონდა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში ექვსი მატჩი ჩაატარა, თუმცა ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა.
15 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ 39 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ სითის“ ორი ქულით ჩამორჩება.