პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „პიბიეს ნიუსაუერთან“ (PBS NewsHour) ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნატო კოორდინაციას უწევს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად პუტინის რწმენისა, რომ ეს ასე არ არის.
„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, მაშინ, პირველ რიგში, ყველა რუსულენოვანი ადამიანი კეთილგანწყობილი მიესალმებოდა და ეტყოდა, „შემობრძანდით“; მეორე, ეგონა, რომ ნატო დაიშლებოდა, არაფერს გააკეთებდა, მოქმედების შეეშინდებოდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი არ დაეთანხმა რესპუბლიკელი კანონმდებლების კრიტიკას, რომ უკრაინის დასახმარებლად ვაშინგტონი ბევრ ფულს ხარჯავს.
„თუ ამ ბიჭებს არ სურთ უკრაინის დახმარება – მესმის, რომ მათ არ სურთ – მაგრამ რას აპირებენ ისინი, როდესაც რუსეთი შევა უკრაინაში, ბელორუსში ან სადმე სხვაგან?“ – აღინიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.