საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯიუ-ჯიცუ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდება, იუწყება – jiujitsutimes.com.
სპორტის ეს სახეობა უძველესი იაპონური საბრძოლო ხელოვნებიდან იღებს სათავეს და დროთა განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული, განსაკუთრებით კი ბრაზილიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯიუ-ჯიცუ MMA-ის ერთ-ერთი საბაზისო საბრძოლო ხელოვნება გახლავთ და ძიუდოც ჯიუ-ჯიცუს არაერთი ილეთით არის გამდიდრებული.
საჭირო იქნება შემუშავდეს სპეციალური წესები, რომელიც საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებულ ჯიუ-ჯიცუს ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს მოარგებს. ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული კარლოს გრეისი, ჯიუ-ჯიცუ გრეისის დამფუძნებლის შვილიშვილი.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ისეთი პატივისცემა ჰქონდეთ, როგორსაც ჯიუ-ჯიცუ იმსახურებს“, – განაცხადა კარლოს გრეისიმ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებულ სახეობებში ქართველი სპორტსმენები ტრადიციულად ძალიან ძლიერები არიან, ჯიუ-ჯიცუს ჩვენი ნაკრებისგან მომავალში ოლიმპიური მედლების იმედი უნდა გვქონდეს.