ჯიმი ტაბიძე სიმბოლურ ნაკრებში ოთხმა გამოცემამ დაასახელა
ჯიმი ტაბიძე სიმბოლურ ნაკრებში ოთხმა გამოცემამ დაასახელა

საფეხბურთო სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდის, „სოფასქორის“ შემდეგ, ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ სამმა გამოცემამ დაასახელა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველის გუნდი „უფა“ მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა და გათამაშების ლიდერი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 1:0 დაამარცხა.

„ჯემალ ტაბიძე პეტერბურგის „ზენიტთან” „უფას“ სენსაციური გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ქართველმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა“, – ასე შეაფასა ქართველის წვლილი წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა, რომელიც სიმბოლურ გუნდს ინტერნეტპორტალ „ჩემპიონატზე“ ადგენს და ამჯერად ტაბიძეც გამოარჩია.

ტურის 11 რჩეულში საქართველოს ნაკრების მცველის დასახელება გამოცემა „ნიუს.რუ“-მ ასე ახსნა – „რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში პირველად წააგო. ტაბიძე ორთაბრძოლებს არ ერიდებოდა და სხვებზე უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლები აღმოაჩნდა. ის მიმდინარე სეზონში ტურის რჩეულებში მეორედ მოხვდა“.

სპორტდეი“ კი წერს – „რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე საშიში ფორვარდების წყვილის, ძიუბა-აზმუნის განეიტრალება „უფას“ დაცვამ მოახერხა. ცენტრალური მცველისგან სამეულიდან გამორჩეული ტაბიძე იყო, რომელმაც ინსტატ პროგრამით 320 ქულა დააგროვა“.