ჯიმი ტაბიძე, შესაძლოა, ევროპაში წავიდეს
ჯიმი ტაბიძე, შესაძლოა, ევროპაში წავიდეს

ჯიმი ტაბიძე მომჯობინდა და შესაძლოა, კარიერა ევროპულ გუნდში გააგრძელოს. საქართველოს ნაკრებსია და რუსული პრემიერლიგის 23 წლის მცველის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა მენეჯერმა, ლაშა ჯაკობიამ გაუმხილა.

„შვეიცარიასთან შეხვედრაში ტაბიძე დაშავდა და სამი თვე გაუცდა. ახლა ისევ „უფას“ ძირითად შემადგენლობაშია და „ურალთან“ შეუცვლელად ითამაშა. ტრავმამდე ის კარგ ფორმაში იყო და მისი ტრანსფერი სერიოზულად განმიხილებოდა. თუმცა, ეს არც არაა გამორიცხული. სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ერთი თვეა დარჩენილი და შესაძლოა, ევროპაში წავიდეს. მისით საფრანგეთისა და ბელგიის კლუბები დაინტერესდნენ“ – ამბობს ჯაკობია.

„უფას“ ქართველ მცველი „საბურთალოს“ აღზრდილია. მას საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან იწვევენ, რომლის ფორმაც 8 თამაშში მოირგო.