ჯიმი ტაბიძე - საქართველოს ნაკრების პროგრესის მთავარი ფაქტორი ერთიანობა იყო
ჯიმი ტაბიძე - საქართველოს ნაკრების პროგრესის მთავარი ფაქტორი ერთიანობა იყო

„საბურთალოს’’ ყოფილი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე თბილისური კლუბის ჩემპიონობას ლოგიკურად მიიჩნევს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის პრემიერლიგის „უფას’’ ცენტრალური მცველი ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ წარმატებაზე საუბრობს.

„2015 წელს, როცა „საბურთალო“ პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, კარიერა ბელგიურ „გენტში“ გავაგრძელე. ზუსტად ვიცოდი, რომ „საბურთალო“ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში გადასვლით არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან ესაა გუნდი, სადაც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ. ასეთ დროს შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია. მჯეროდა, „საბურთალო“ ადრე თუ გვიან ჩემპიონობას მოიპოვებდა. წელს თითქმის ყველა თამაში ვნახე. მატჩების დიდი ნაწილი „საბურთალომ“ უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იდგა და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. წლეულს საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს“ – ამბობს ტაბიძე.

22 წლის მცველს ვლადიმირ ვაისი სისტემატურად იწვევდა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა: „გუნდი და ერთა ლიგაზე კარგად გამოვიდასვლაზეც ს გამოსვლას დადებითად ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები არ გაჩერდება და ქართველ ქომაგს მომავალშიც გაახარებს. საქართველოს ნაკრების პროგრესის მთავარი ფაქტორი იყო გუნდურობა, ერთი მიზნისკენ სვლა, ერთიანობა. ამ ყველაფერის გარეშე თანამედროვე ფეხბურთში წარმატება გამორიცხულია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშით ამაყი ვარ“.