ჯიმი ტაბიძე რუსეთის სიმბოლურ ნაკრებშია
ჯიმი ტაბიძე რუსეთის სიმბოლურ ნაკრებშია

„უფა“ რუსეთის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა. გუნდი გათამაშების ლიდერს, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მეხუთე ადგილზე დააქვეითა.

გამარჯვებულთა შორის იყო ჯიმი ტაბიძე – საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი „უფაში“ მატჩის ერთი-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, 90 წუთი ითამაშა და საფეხბურთო სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდმა „სოფასქორმა“ მის თამაშს მაღალი შეფასება, 7,8 ქულა დაუწერა.

შედეგად, ქართველი მცველი, საერთაშორისო ინტერნეტ გვერდის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საინტერესოა, რომ ტაბიძეს ცნობილი თავდამსხმელების, ირანის ნაკრების ლიდერის, სარდან აზმუნისა და რუსეთის ნაკრების ფორვარდის, არტიომ ძიუბას შეჩერება უწევდა.