„საბურთალოს“ გაზრდილი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე, რომელიც რუსეთის პრემიერლიგელი “უფას” ღირსებას იცავს, არდადეგებს სამშობლოში ატარებს.
22 წლის მცველმა იმ მიზეზებზე ილაპარაკა, თუ რატომ არ იმყოფება საქართველოს ნაკრების შეკრებაზე.
“ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩებში გამოძახებული ვიყავი, მაგრამ ტრავმა მაწუხებს და გუნდთან ერთად ამიტომ ვერ ვემზადები. ახლა ვმკურნალობ და იმედია მალე გამოვჯანმრთელდები. თუმცა, იმედია, ტრავმას მალე მოვირჩენ და გუნდს ივნისის შუა რიცხვებში შეკრებაზე შევუერთდები. „უფამ“ სამი მოსამზადებელი ციკლი დაიგეგმა და სამივე – ავსტრიაში”.” – ამბობს ტაბიძე.