ჯიმი ბატლერი - იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდე, ლებრონი უნდა დაამარცხო
ჯიმი ბატლერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული 10 სეზონის შემდეგ სუპერფინალურ სერიაში წელს პირველად იასპარეზებს.
„მაიამი ჰიტმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ბოსტონი“ 4-2 დაამარცხა. მანამდე, პლეი ოფების პირველ ეტაპზე ერიკ სპოელსტრას გუნდმა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ 4:0 სძლია, ნახევარფინალში კი „მილუოკი“ გამოთიშა ასპარეზობიდან.
ჩემპიონის ტიტულისთვის მაიამელები „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ იბრძოლებენ. „ბოსტონის“ დამარცხების შემდეგ „ჰიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ინტერვიუში განაცხადა – თუ რომელიმე გუნდს NBA-ში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სურს, აუცილებელია ლებრონ ჯეიმსს აჯობოს. ჯიმიმ ასევე აღნიშნა, რომ მოსაგებად მის გუნდს მაქსიმუმის გაკეთება მოუწევს.
საინტერესოა, რომ სუპერფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ წელს ის ორი გუნდი წარსდგება, რომელიც მიმდინარე სეზონში მეოთხე მეოთხედში საუკეთესო შედეგს უჩვენებს.
„ლეიკერსსა“ და „მაიამის” შორის პირველი მატჩი ორლანდოში 1 ოქტომბერს გაიმართება.