ჯიმი ბატლერი ფილადელფიაში გადავიდა
ჯიმი ბატლერი ფილადელფიაში გადავიდა

„მინესოტამ“ და „ფილალედფიამ“ მიაღწიეს შეთანხმებას ვარსკვლავური მცველის, ჯიმი ბატლერის გაცვლის თაობაზე.

ბატლერი „ფილადელფიაში“ გააგრძელებს კარიერას, ხოლო მის სანაცვლოდ „მინესოტა“ მიიღებს ფორვარდებს – რობერტ კოვინგტონსა და დარიო შარიჩს, – იტყობინება ESPN.
გარდა ამისა, „მგლები“ ასევე „სიქსერზში“ უშვებენ ჯასტინ პატონს, თავიანთ რიგებში კი მიიღებენ ჯარიდ ბეილესს და 2022 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას.

„ფილადელფიას“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ შეძლებს ბატლერთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებას. მცველი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე თხოვდა „მინესოტას“ სხვა კლუბში გაშვებას.

2018-19 წლების სეზონში ბატლერი საშუალოდ 21.3 ქულას, 5.2 მოხსნასა და 3.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს.