„ფილადელფიას“ ახალწვეული და ამ ფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმი ბატლერი მოედანს სავარაუდოდ მომდევნო კვირას დაუბრუნდება.
კალათბურთელმა მაჯა დაიზიანა და უკვე გამოტოვა ორი შეხვედრა. პარასკევს ჯიმიმ ექიმთან ტრავმის სირთულე კიდევ ერთხელ გადაამოწმა.
როგორც გაირკვა, სარეაბილიტაციო პერიოდმა წარმატებით ჩაიარა და ბატლერი „ფილის“ სულ მალე დაეხმარება წარმატების მიღწევაში.