ჯიღაურმა და ფანცულაიამ ყაზახეთი დატოვეს - მათ ხელფასის შემცირებაზე უარი თქვეს #1TVSPORT
ჯიღაურმა და ფანცულაიამ ყაზახეთი დატოვეს - მათ ხელფასის შემცირებაზე უარი თქვეს #1TVSPORT

ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ ყაზახური პრემიერ ლიგის კლუბი, აკტაუსკასპიისკი“ დატოვეს – მიზეზი კლუბის მიერ შეთავაზებული ხელფასის შემცირება გახდა.

ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია „კასპიისკში“ მას შემდეგ გადავიდნენ, როდესაც გუნდი კახა ცხადაძემ და გიორგი ჩიხრაძემ ჩაიბარეს. თუმცა, ქართველმა მწვრთნელებმა კლუბი ხუთი ტურის შემდეგ დატოვეს.

ამის შემდეგ „კასპიისკიჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ ჩაიბარა. თუმცა, გუნდში ფინანსური და სატურნირო მდგომარეობა ამის შემდეგაც ვერ გამოსწორდა და 14 ტურის შემდეგ 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ჯიღაურს და „კასპიისკის“ ბომბარდირს, ფანცულაიას, ისევე როგორც კიდევ ექვს მოთამაშეს, ხელფასის დაკლება შესთავაზეს, რაზეც უარი თქვეს, გუნდი დატოვეს და თავისუფალი აგენტები არიან.