ჯაბა ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კატარულ „ალ სადისთან“ 2:2 დასრულებულ მატჩში დუბლი შეასრულა და უზბეკური „ნასაფი“ პლეი ოფში გაიყვანა.
კატარული კლუბი მე-5 წუთზე მატეუს ურიბემ დააწინაურა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და თავისი გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე „ნასაფ ქარში“ დააწინაურა. კატარელებმა 90+4-ე წუთზე ბაღდად ბუნეჯაჰის გოლით წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ჯგუფური ეტაპი ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 11 ქულით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ალ სადი“ მეორე პოზიციაზე დარჩა.
მე-6 ტურის მატჩი ჩაატარა თომა ტაბატაძის გუნდმა, ასევე უზბეკურმა „ნავბახორმა“, რომელმაც გასვლაზე ინდოეთის წარმომადგენელი „მუმბაი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 75 წუთი ითამაშა. „ნავბახორმა“ ჯგუფური ეტაპი 13 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.