ჯიბრილ სისე სერია D-ში ითამაშებს
ჯიბრილ სისე სერია D-ში ითამაშებს

„ლივერპულისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ჯიბრილ სისემ ​ფეხბურთელის კარიერა განაახლა და იტალიურ გუნდ „ვიჩენცა 1902“-ში ითამაშებს.

კლუბმა პროფესიული სტატუსი დაკარგა და არ შეუძლია სერია D-ზე მაღალ დივიზიონში თამაში. „ვიჩენცაში“ სისეს მეცხრე ნომერი ექნება.

37 წლის ფრანგის ბოლო კლუბი იყო „ივერდონი“ შვეიცარიის მესამე დივიზიონიდან.

თავისი კარიერის განმავლობაში სისეს უთამაშია „ოსერში“, „ლივერპულში“, „მარსელში“, „სანდერლენდში“, „პანათინაიკოსში“, „ლაციოში“, „ქუინზ პარკში“, „ალ-გარაფაში“, „ყუბანში“, „ბასტიაში“ და „სენ-პერუაზში“.

ჯიბრილ სისემ საფრანგეთის ნაკრებში 41 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.