ჯგუფში ბელგიასთან და ავსტრიასთან - მსოფლიოს შესარჩევზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ნიონში ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.
წილისყრის შედეგად, გუნდები თორმეტ 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდს ბელგიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.
მეინ-რაუნდის მატჩები ორ წრედ – 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის მარტში გაიმართება. ჯერჯერობით, თამაშების კალენდარი არ დაზუსტებულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და მსოფლიო რეიტინგში ადგილი საგრძნობლად გაიუმჯობესა.