ჯესიკა ანდრადე ქალთა შორის მსუბუქ წონაში ახალი ჩემპიონია (ვიდეო)
ჯესიკა ანდრადე ქალთა შორის მსუბუქ წონაში ახალი ჩემპიონია (ვიდეო)

ბრაზილიაში გამართულმა UFC 237-მა ქალთა შორის მსუბუქ წონაში ახალი ჩემპიონი გამოამვლინა. მოქმედი ჩემპიონი როუზ ნამაჯუნასი (9-4) ჯესიკა ანდრადეს (20-6) თავის მშობლიურ ქალაქში დაუპირისპირდა. პირველი რაუნდი ნამაჯუნასის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ანდრადე ბევრ დარტყმას უშვებდა და თითქოს ყველაფერი როუზისთვის სასურველი სცენარით მიდიოდა.

მეორე რაუნდის დასაწყისიც ანალოგიური სცენარით წარიმართა: ბრაზილიელი ნამაჯუნასის დარტყმების საპირისპიროდ ბრძოლის პარტერში გადაყვანას ცდილობდა. საბოლოოდ, ანდრადემ ნამაჯუნასი მიწაზე ისეთი ძალით დაანარცხა, რომ მსაჯს ბრძოლის შეწყვეტა მოუხდა.

ჯესიკა ანდრადე კარიერაში პირველად დაეუფლა ჩემპიონის ქამარს. 2017 წელს მან სატიტულო დაპირისპირება ჯოანა ჟედრეჩჟიკთან დათმო. ნამაჯუნასმა კი 2016 წლის შემდეგ პირველად წააგო.