ჯერარდის გოლმა „ლივერპულს“ „ბარსელონასთან“ მატჩში ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT
შაბათს, ლივერპულში „ენფილდის“ სტადიონზე გაიმართა საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ ლეგენდები შეხვდნენ ერთმანეთს.
ანგარიში „ლივერპულმა“ მე-14 წუთზე გახსნა – სტივენ ჯერარდმა თავისივე გამომუშავებული პენალტი გაიტანა. „ბარსელონამ“ პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, როცა ჯოვანიმ ერთი ერთზე გასვლა გამოიყენა. მეორე ტაიმში 11-მეტრიანი უკვე ‘ლივერპულის“ კარში დაინიშნა და გამარჯვების გოლი რივალდომ გაიტანა.
საინტერესოა, რომ „ლივერპულის“ ლეგენდების მთავარმა მწვრთნელმა სერ კენი დალგლიშა მეორე ტაიმში 10 ფეხბურთელი შეცვალა და ჯერარდი იყო ერთადერთი, ვინც შესვენების შემდეგ თამაში გააგრძელა.