„ჯერ ჩემპიონები არ გავმხდარვართ“ - გუარდიოლა თავის ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
მანჩესტერული დერბის მოგების შემდეგ სიტის ფეხბურთელები ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ, თუ სურთ, რომ ჩემპიონობა შეინარჩუნონ, მიაჩნია გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას. ბერნარდო სილვასა და ლერიუ სანეს მიერ გატანილი გოლების წყალობით, ქალაქელებმა პრინციპულ მატჩში გამარჯვება შეძლეს და სეზონის ტრიუმფალურად დასრულებასთან ძალიან ახლოს არიან.
სიტი ამჟამად პირველ ადგილზეა, მეორეზე მყოფ ლივერპულს ერთი ქულით უსწრებს და დარჩენილი სამი მატჩის მოგების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.
„ჩვენ ჯერ ჩემპიონები არა ვართ, რადგან სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი“, – ამბობს გვარდიოლა. – „მე უკვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ არაფერი წაიკითხონ და არც ტელევიზორს უყურონ. უბრალოდ დაიძინონ, დაისვენონ და ბარნლისთან მატჩისთვის მოემზადონ“.
ბარნლის გარდა, დარჩენილ მატჩებში სიტი ლესტერსა (შინ) და ბრაიტონს (სტუმრად) შეხვდება.