„ჯენოადან“ „დინამოს“ აკადემიაში - თბილისურ კლუბში იტალიელი სპეციალისტი იმუშავებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიაში იტალიელი სპეციალისტი იმუშავებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„დინამო თბილისის აკადემიის მთავარი მწვრთნელის, ანდრეს კარასკოს ასისტენტად ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი გაბრიელე ჯერვაზი იმუშავებს. მას და თბილისურ კლუბს შორის ხელშეკრულება სამი წლის ვადით გაფორმდა“, – წერია გუნდის პრესსამსახურის განცხადებაში.
გაბრიელე ჯერვაზის ახალგაზრდულ ფეხბურთში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ბოლო კლუბი იტალიური „ჯენოა“ გახლდათ, სადაც სხვადასხვა დროს 14, 15, 16 და 17-წლამდე გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2018 წელს ჯერვაზი ჩინური „ჯიანგსუ სუნინგის“ ასაკობრივი გუნდების მთავარი მწვრთნელი იყო.
სამწვრთნელოსთან ერთად, გაბრიელე ჯერვაზის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2009-13 წლებში იგი იტალიური „ჩერიალეს“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.