ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მისი მეუღლე, ყოფილი ბეისბოლისტი ალექს როდრიგესი ფიქრობენ ბეისბოლის კლუბის „ნიუ იორკ მეტსის“ შეძენას. გარიგება შეფასებულია 1.65 მილიარდ ფუნტად.
ვარსკვლავურმა წყვილმა უკვე მიმართა ფინანსურ ჰოლდინგს (JPMorgan Chase) და განიხილავს რამდენიმე ბანკირთან კლუბის შეძენის შესაძლებლობას, – წერს გაზეთი „სანი“. წყაროს ცნობით, „მეტსის“ ამჟამინდელი მფლობელები, მამა-შვილი ბიზნესმენები ფრედ და ჯეფრი უილპონები კლუბის გაყიდვისკენ იხრებიან იმ ფინანსური დანაკარგების გამო, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. კლუბი ისედაც ზარალში იყო, ტელეუფლებების თანხის გარეშე კი კიდევ უფრო დიდ მინუსში წავიდა.
მიიჩნევა, რომ „ნიუ იორკ მექსის“ შესაძენად ჯეი ლო და როდრიგესი დახმარებისთვის უცნობ მილიარდერს მიმართავენ.
„ნიუ იორკ ნეტსი“ – მსოფლიო სერიის ორგზის ჩემპიონია.
50 წლის ჯენიფერ ლოპესის წლიური შემოსავალი – 400 მილიონ დოლარს აღემატება.