„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გამოაცხადა, რომ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
„მილანის” დატოვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს სწორი ნაბიჯია. არ ყოფილა ზუსტი მომენტი, როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივედი – ეს ყველაფერი დაგროვდა იმ 18 თვის განმავლობაში, რაც ამ გუნდში დავყავი. ეს რთული, მაგრამ კარგად მოფიქრებული არჩევანია“, – მოჰყავს გატუზოს სიტყვები გაზეთ „ლა რეპუბლიკას“ (La Repubblica).
„მილანმა“ ამ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა იტალიის ჩემპიონატში და ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. გატუზომ კლუბი 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა ვინჩენცო მონტელას გადაყენების შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით, „მილანმა“ მოიგო 40 მატჩი, 20-ჯერ წააგო და 22-ჯერ ფრედ ითამაშა.