ჯენარო გატუზო - „ნაპოლის“ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
ჯენარო გატუზო - „ნაპოლის“ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

„ნაპოლის“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მისი გუნდის „პარმასთან“ მარცხზე კომენტარი გააკეთა.

ეს შეხვედრა გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გაიმართა და ნეაპოლელებმა საკუთარ კედლებში წააგეს – 1:2.

„გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რადგან იტალიის ჩემპიონატში მოუგებელი მატჩების გაჭიანურებულ სერიას მიეჩვია.

მარცხზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მე მეკისრება და გულშემატკივრებიც, რასაკვირველია უკმაყოფილოები იქნებიან.

ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ გუნდს დამშვიდებაში დავეხმარო. ყველაფერი უკეთ წარიმართებოდა, უფრო მეტად ცივსისხლიანები რომ ვყოფილიყავით.

ყველაფერი თავიდან მოდის და ჩვენ ისევ უნდა ვითამოშოთ ფეხბურთი, რომელსაც გუნდი რამდენიმე წლის წინ თამაშობდა.“ – ციტირებს ჯენარო გატუზოს Football Italia.