ჯენარო გატუზო - მილანი თავდაჯერებულობას იბრუნებს
ჯენარო გატუზო - მილანი თავდაჯერებულობას იბრუნებს

იტალიის კლუბ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ „სასუოლოსთან“ (4:1) მოგებულმა მატჩმა, მის გუნდს დავდაჯერებულობა უნდა შესძინოს და უკეთესად ათამაშდეს.

„ჩვენ ამ თამაშამდეც არ ვთამაშობდით ცუდ ფეხბურთს,“ – თქვა მან Sky Sport Italia-სთან – „ჩვენი სისუსტე იმაში მდგომარეობს რომ, ძალიან სიღრმიდან ვიცავთ თავს. „სასუოლოსთან“ მოგება „მილანს“  ყველაფერში უნდა დაეხმაროს, რაზეც ახლა ვმუშაობთ. გასაგებია, რომ ისეთ გუნდზე, როგორიც „მილანია“ ყოველთვის არსებობს დიდი ზეწოლა, მაგრამ ჩვენ წინსვლისთვის დრო გვჭირდება.“


„მილანი“ „სერია ა“-ს შვიდი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და გათამაშების ლიდერს, ტურინის „იუვენტუსს“ 12 ქულით ჩამორჩება.