ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT
ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT

„ასტონ ვილასა“ და ინგლისის ნაკრების შემტევი ჯეკ გრილიში ახლოს არის „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. სატრანსფერო თანხად 100 მილიონი ფუნტი სახელდება, – წერს talkSPORT.

დასრულებულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გრილიში პრემიერლიგის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში შეიყვანეს.