ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „ასტონ ვილას“ ნახევარმცველის ჯეკ გრილიშის გაფორმების შესახებ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „მანჩესტერ სიტის“ შევუერთდი. ეს არის ქვეყნის საუკეთესო გუნდი, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული სპეციალისტი ავარჯიშებს. გავხდე ამ კლუბის წევრი – ეს ოცნების ასრულებაა.

ბოლო 10 სეზონის განმავლობაში, „სიტი“ ყოველთვის იგებდა ტიტულებს. გვარდიოლას მოსვლით, გუნდი ახალ დონეზე ავიდა და ფეხბურთი, რომელსაც ის აჩვენებს, ყველაზე სანახაობრივია ევროპაში. პეპის ხელმძღვანელობით თამაში და მისგან ცოდნის მიღება – ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა“, – განაცხადა გრილიშმა.

მხარეებს შორის ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 25 წლის გრილიში ახალ გუნდში მე-10 ნომრით ითამაშებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, „სიტიმ“ ასტონ ვილას“ დაახლოებით 120 მილიონი ევრო გადაუხადა.