შეთანხმება „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შორის მალე გაფორმდება და ჯეისონ მურილიო სეზონის ბოლომდე „ასულგრანაში“ ითამაშებს. ამის შესახებ კოლუმბიელ ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტებს განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საიჯარო კონტრაქტში ფეხბურთელის ბარსაში პერმანენტულად გადასვლის პუნქტი შეტანილი არ იქნება, რადგან კატალონიელებს ჯერ კიდევ აქვთ „აიაქსიდან“ მეთეის დე ლიხტის შეძენის იმედი. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ყველაფერი თავად მურილიოზეა დამოკიდებული: თუ ის „ბარსელონას“ მესვეურებს თავს საკმარისად მოაწონებს, შესაძლოა რამდენიმეწლიან კონტრაქტსაც გამოჰკრას ხელი.
რაც შეეხება ფასს, ვალენსიას მურილიოს ბარსაში ექვსი თვით გაშვების სანაცვლოდ 2 მილიონი ევროს მიღება სურს.