ჯეისონ კიდი ლეიკერსის ხელმძღვანელობას შეხვდა
ჯეისონ კიდი ლეიკერსის ხელმძღვანელობას შეხვდა
მას შემდეგ, რაც ლუკ ვოლტონმა ლეიკერსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, მსოფლიო მედიაში აქტიურად მიდის საუბრები მის სავარაუდო შემცვლელებზე.
რამდენიმე სპეციალისტის გვარი უკვე დასახელებულია. ყველაზე რეალურ კანდიდატებად ამ დრომდე ჯეისონ კიდი, მონტი ვილიამსი, ჯუვან ჰოვარდი და ტაირონ ლუ ითვლებიან. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ დეივ მაკმენამის თქმით, ლოს-ანჯელესური გუნდის ხელმძღვანელობა კვირის დასაწყისში ჯეისონ კიდს შეხვდა. მილუოკის ყოფილ თავკაცთან შეხვედრა ლეიკერსის გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ და კურტ რამბისმა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჯეისონ კიდი მილუოკიდან 2018 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მან ბაქსს 45 თამაშში უხელმძღვანელა.