ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სტარტი აიღო პლეი ოფების სერიამ. მოულოდნელი მარცხი განიცადა ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერსმა”. ნბა-ს ვიცე ჩემპიონმა საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” “ინდიანა პეისერსს” უმასპინძლა და მეტოქესთან დიდი ანგარიშით 80-98 დამარცხდა. ინდიანელები მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდნენ. ტაირონ ლუს გუნდს შეიძლება ითქვას, რომ შანსი არ ჰქონია. სტუმართა შორის საუკეთესო ვიქტორ ოლადიპო იყო (32 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა). მაელს ტერნერმა 16 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ბოიან ბოგდანოვიჩის მონაგარი 15 ქულა გახლდათ. კლივლენდელთა რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა, “მეფეს” ანგარიშზე 24 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი იყო. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფების სერიაში ლებრონმა პირველი რაუნდის გახსნით მატჩში მარცხი 2012 წლის შემდეგ პირველად განიცადა. ლებრონის გარდა 10 ქულიან ზღვარს ჯეი არ სმიტი (15 ქულა) და ლარი ნენს ჯუნიორი (10 ქულა) გადაცდნენ. მეორე მატჩი ამ ორ გუნდს შორის თბილისის დროით 19 აპრილს ჩატარდება. “ბოსტონ სელტიკსმა” “მილუოკი ბაგსი” ოვერტაიმში 6 ქულის სხვაობით 113-107 დაამარცხა. “ოკლაჰომამა” “იუტას” 116-108 სძლია. “ჰიუსტონმა” კი “მინესოტას” 3 ქულის სხვაობით 104-101 მოუგო.