მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი გამართა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ფაქტობრივად მარტომ მოუგო სერიის რიგით მეხუთე შეხვედრა “ინდიანა პეისერსს”.
მატჩი კლივლენდის “ქუიქენ ლოანს არენაზე” ჩატარდა და რომ არა ჯეიმსი, სავარაუდოდ “კავალიერსი” წააგებდა, თუმცა “მეფემ” სეზონის ერთერთი საუკეთესო მატჩი გამართა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯეიმსმა 44 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. უკანასკნელ წამზე ლებრონმა ზუსტად ნასროლი სამქულიანით საკუთარ გუნდს მოაგებინა (98-95).
შედეგად “კლივლენდი” სერიაში 3-2 დაწინაურდა. მომდევნო დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის 28 აპრილს “პეისერსის” არენაზე გაიმართება.