ჯეიმსის მორიგი სამმაგი და "კლივლენდის" რიგით 19 გამარჯვება რეგულარულში
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის 11 შეხვედრა გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” “ფილადელფიას” უმასპინძლა და 7 ქულის სხვაობით 105-98 სძლია. მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმა. “მეფეს” ანგარიშზე 30 ქულა, 13 მოხსნა და 13 პასია. დუეინ ვეიდის, ჯეფ გრინისა და კაელ კორვერის ანგარიშზე 13 ქულა იყო. “ფილადელფიას” რიგებში საუკეთესოები 19-19 ქულით ჯეი ჯეი რედიკი და რობერტ კოვინგტონი გამოდგნენ. ამ შეხვედრის გარდა დღეს გამთენიისას კიდევ 10 საინტერესო მატჩი ჩატარდა.
კლიპერსი – ვაშინგტონი 113-112
ბრუკლინი – მაიამი 89-101
შარლოტი – ლეიკერსი 99-110
ატლანტა – ორლანდო 117-110
ჩიკაგო – ნიუ იორკი 104-102
მილუოკი – იუტა 117-100
მემფისი – ოკლაჰომა 101-102
ფინიქსი – სან ანტონიო 101-104
პორტლენდი – ჰიუსტონი 117-124