“სან ანტონიოსთან” “ქუიქენ ლოანს არენაზე” წაგებული მატჩის შემდეგ “კლივლენდ კავალიერსმა” “ბრუკლინს” უმასპინძლა და მეტოქე 6 ქულის სხვაობით 129-123 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გამოდგა, რომელმაც 31 ქულითა, 12 მოხსნითა და 11 პასით მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა. 26 ქულა დააგროვა “კავალიერსის” ახალწვეულმა ჯორჯ ჰილმა. გუნდის კიდევ ერთმა ახალმა მოთამაშემ ლერი ნენს ჯუნიორმა კი 10 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში. ბრუკლინელთა რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა დეანჯელო რასელის ანგარიშზეა.
შარლოტი – ჩიკაგო 118-103
მაიამი – ფილადელფია 102-101
მილუოკი – ვაშინგტონი 104-107
პორტლენდი – საკრამენტო 116-99
დენვერი – კლიპერსი 120-122